вторник, 8 декабря 2009 г.

მზია მარიამიძე


ღია გაკვეთილი
"მარტივი ელექტრული წრედები"

მე-9 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე - "მარტივი ელექტრული წრედები".
გაკვეთილის მიზანი იყო კველევითი უნარების განვითარება, მარტივი ელექტრული წრედების შედგენა და მასში ენერგეტიკული გარდაქმნების განხილვა.
აქტივობები:
1) ასოციაციური რუკის შედგენა (10-15 წთ).
2) ექსპერიმენტული სამუშაო (15-20 წთ).
3) ანალიზი (5-10 წთ).

მოსწავლეთა ორგანიზაცია:
1) მთელ კლასთან.
2) ჯგუფური.
3) მთელ კლასთან.
რესურსები: სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, ამოცანათა კრებული, ფანქარი, საწერ კალამი, დიდი ფორმატის ქარალდი, დენის წყარო, სადენები, ამპერმეტრი, ნათურები.
აქტივობა 1. ეს აქტივობა ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას, ინფორმაციის შეფასებას, დაჯგუფებას, ლოგიკური აზროვნებას, დასკვნის გამოტანას, უნარების განვითარებას.
გაკვეთილი დაიწყება შეკითხვებით, ისაუბრებენ ელექტრო ენერგიის შესახებ. კლასი დაყოფა ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს დაევალება უპასუხონ კითხვებს, შეადგინონ ასოციაციური რუკა. სამუშაოს დასრულების შემდეგ თითოეული ჯგუფი გამოაკრავს ნაშრომებს, ასევე თითოეული ჯგუფი სხვა ჯგუფების რუკის მიხედვით ავსებს და სრულყოფილს ქმნის თავის საკუთარ რუკას. რუკის განხილვისას მოსწავლეები მსჯელობენ ელექტრო ენერგიის მნიშვნელობაზე.
აქტივობა 2. ექსპერიმენტული სამუშაო. ჯგუფები დახაზავენ ელექტრო წრედის სქემას, რომელშიც ელექტრო ენერგია გარდაიქმნება სითბურ, სინათლის ენერგიად. სხვადასხვა ლიდერი ახდენს სამუშაოს პრეზენტაციას.

აქტივობა 3. მოსწავლეებს დავუსვამთ კითხვებს. ისინი აქტიურად ხსნიან დენის გავლის დროს გამტარი გათბობის მიზეზს, რის შემდეგაც თვითონ დაადგენენ ელექტრო ენერგიის გადაცემა რომ არ შეიძლება დანაკარგების გარეშე.

საშინაო დავალება: § 2. 12; სავარჯიშო №18.
შეფასება: საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა. აქტიურობა კონსტრუქიული და პროდუქტიული 8-10 ქულა.
აზრის დამოუკიდებლად გამოთქმა. გამოთქვამს საკუთარ აზრს 6-7 ქულა.
კონცენტრირება სამუშაოზე. ცდილობს კონცენტრირებას, მაგრამ ხშირად ვერ ასრულებს 4-5 ქულა.
სხვისი აზრების მოსმენა და პატივისცემა. თითქმის არ უსმენს სხვის აზრებს 1-3 ქულა.

Комментариев нет:

Отправить комментарий